მწვანე, ყვითელი და წითელი დერეფანი
რას ნიშნავს დერეფნის ფერი და სად სრულდება საქმე თითოეულ შემთხვევაში.

საიდან ჩნდება დერეფანი
წინასწარი დეკლარაციის შემთხვევაში დერეფანს რისკების მართვის სისტემა ანიჭებს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მას შემდეგ, რაც ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალება საზღვარს გადმოკვეთს.
სად სრულდება პროცედურა
- მწვანე და ლურჯი: საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
- ყვითელი: საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ დაშვებულ სხვა ადგილას.
- წითელი: საბაჟო გაფორმების ზონაში.
როგორ გავიგოთ დერეფნის ფერი
დერეფანი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მოწმდება. ამისთვის საჭიროა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი და დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერი.
რა ვქნათ ყვითელი ან წითელი დერეფნის დროს
წინასწარ მოამზადეთ საბუთები და გაითვალისწინეთ, რომ საქმეს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. საბაჟოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან დაათვალიეროს საქონელი (საბაჟო კოდექსი, მუხლი 96).