რას მოიცავს უფასო კონსულტაცია?
+
ვარკვევთ, რა მომსახურება გჭირდებათ, შეგვიძლია თუ არა დახმარება და რა ეღირება. კონკრეტული საგადასახადო ან იურიდიული დასკვნა მასში არ შედის.
შემიძლია მხოლოდ ერთი მომსახურება ავიღო?
+
დიახ. შეგიძლიათ მოგვმართოთ მხოლოდ საბაჟოზე, მხოლოდ ბუღალტერიაზე ან ორივეზე.
რა განსხვავებაა თვიურ და წლიურ გადახდას შორის?
+
თვიურად იხდით ყოველ თვე. წლიურად იხდით ერთხელ, 10 თვის ფასს, ანუ 2 თვე საჩუქრად გეძლევათ.
რას ნიშნავს „99 ლარიდან“?
+
ეს არის მარტივი დეკლარაციის საწყისი ფასი. საბოლოო ფასს საქმის გაცნობის შემდეგ, დაწყებამდე გეტყვით.
ფასში სახელმწიფო გადასახდელებიც შედის?
+
არა. საბაჟო გადასახადებსა და სახელმწიფო მოსაკრებლებს ჩვენი ფასისგან ცალკე გაჩვენებთ.
შეგიძლიათ უკვე დაწყებულ საქმეში ჩართვა?
+
მოგვწერეთ საქმის მდგომარეობა. საბუთების გაცნობის შემდეგ გეტყვით, შეგვიძლია თუ არა ჩართვა.
ფასში დღგ შედის?
+
არა. გამოქვეყნებულ ფასებს დღგ ცალკე ემატება, როცა ირიცხება.